ფეხბურთი | ქართველი ლეგიონერები - ლუკა გადრანმა ისრაელში გოლი გაიტანა #1TVSPORT
ფეხბურთი | ქართველი ლეგიონერები - ლუკა გადრანმა ისრაელში გოლი გაიტანა #1TVSPORT

ეროვნულ და ასაკობრივი ნაკრებებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ და თამაშები ჩაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ილია ბერიაშვილი ​ლიეტუვის ნაკრებთან ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა, ბუდაპეშტის მტკ-ში დაბრუნებულმა „უიპეშტთან“ გასვლით შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით კობოურს და გიორგი ბერიძეს არ უთამაშიათ. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, სანდრო ნარიმანიძემ მალტასთან საშინაო შეხვედრაში კუნთი დაიზიანა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „ჟილინას“ ფორმით გასვლაზე „მიხალოვცესთან“ 90 წუთი ჩაატარა. მასპინძელთა რიგებში თორნიკე ძოწენიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი „მიხალოვცემ“ 2:1 მოიგო.

სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედა“ შინ ბრატისლავისსლოვანთან“ 0:3 დამარცხდა, მასპინძელთა შორის თორნიკე კაპანაძემ და გიორგი გაგუამ (შეცვლზე) ითამაშეს, „სლოვანში“ გურამ კაშია სათადარიგო იყო.

ლუკა გადრანმა ისრაელში თვი გოლით გამოიჩინა. იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონ ტიბერიასს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა, საბოლოოდ 3:2 მოიგო. 73-ე წუთზე გადრანმა ანგარიში 1:2 გახადა, მერე კი მისმა თანაგუნდელებმა კიდვე ორი ბურთი გაიტანეს.