ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილის გოლით „შტურმმა“ „ბრანი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. მისი „შტურმი“ ნორვეგიულ „ბრანს“ მასპინძლობდა, შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ იწურებოდა, როცა 85-ე წუთზე კიტეიშვილმა მარცხენა ფეხით ეფექტურად დაარტყა და „შტურმს“ 1:0 მოაგებინა.
ეს იყო ავსტრიელების ბოლო მატჩი მიმდინარე ევროპის ლიგის გათამაშებაზე. მათ სეზონი 26-ე ადგილზე დაასრულეს და პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.
ამ მატჩის შემდეგ „შტურმი“ შიდა ჩემპიონატზე გადაერთვება. ავსტრიის პირველობაზე უახლოეს შეხვედრას „ალტახთან“ პირველ თებერვალს გამართავს.