ფეხბურთი | ოფიციალურად - „ბაიერნმა“ ლეონ გორეტცკას წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ფეხბურთი | ოფიციალურად - „ბაიერნმა“ ლეონ გორეტცკას წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარმცველ ლეონ გორეტცკას გუნდიდან წასვლის შესახებ. ეს 2026 წლის ზაფხულში მოხდება. გერმანელი „რეკორდმაისტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გორეტცკას გაფორმება მადრიდის „ატლეტიკოს“ სურდა, მაგრამ 30 წლის ნახევარმცველმა სეზონის მიუნხენში დასრულება გადაწყვიტა. ზაფხულში კი მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ „ატლეტიკო“, „მილანი“ და სხვა კლუბები.

ლეონ გორეტცკა „ბაიერნში“ „შალკედან“ 2018 წელს გადავიდა და მიუნხენურ კლუბთან ერთად 15 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ექვსი ჩემპიონობა.