„ოქროს ბურთის“ ახალმა მფლობელმა, მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ფეხბურთში მხოლოდ გატანილი გოლები არ არის აუცილებელი.
„მოგზაურობა ძალიან გრძელი იყო, მაგრამ სწორედ ამიტომაც ვარ ბედნიერი, რომ „ოქროს ბურთი“ მოვიგე, – – ყველაფერს თავად მივაღწიე დაძაბული შრომის ფასად. მომიწია ბევრის მოგება იმისთვის, რომ „ოქროს ბურთი“ მიმეღო – სამი ჩემპიონთა ლიგა „რეალთან“ ერთად და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები ისეთ პატარა ქვეყანასთან ერთად, როგორიც ხორვატიაა. ახლა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ფეხბურთი – მხოლოდ გოლები არ არის“, – თქვა ჟურნალ GQ Magazine-თან ინტერვიუში მოდრიჩმა.
მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი შეასრულა.