ფეხბურთი | „მეშახტემ“ „ტორპედოდან“ ბრაზილიელი ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT
ფეხბურთი | „მეშახტემ“ „ტორპედოდან“ ბრაზილიელი ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დებიუტანტი ტყიბულის „მეშახტე“ გაძლიერებას განაგრძობს – ტყიბულელებმა ქუთაისის „ტორპედოდან“ იჯარით ორი ლეგიონერი დაიმატეს.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მეშახტეში“ ბრაზილიელები – 23 წლის ერიკ პიმენტელი და 21 წლის რაფაელ ლიმა ითამაშებენ.

ერიკ პიმენტელი ბრაზილიელი ცენტრალური მცველია. სამშობლოში ის „ვასკო და გამას“ ღირსებას იცავდა, „ტორპედოში“ კი პორტუგალიური გრანდის, „პორტუს“ მეორე გუნდიდან გადავიდა.

21 წლის რაფაელ ლიმა პოზიციით თავდამსხმელია. პროფესიული კარიერა კვიპროსში, ლიმასოლის „არისში“ დაიწყო, საიდანაც შარშან, თებერვალში „ტორპედოს“ შეუერთდა.

ბრაზილიელების გარდა, „მეშახტემ“ ცოტნე ფაცაცია („ტირანა“, ალბანეთი), მათე კვირკვია („ალგა“, ყირგიზეთი), იუსიბ მეხტიევი („დინამო თბილისი“), ლევან შოვნაძე („რუსთავი“), გიორგი პაპუაშვილი („გაგრა“), გიორგი ჯამარაული („ინტერის“ აკადემია) და ირაკლი სიხარულიძე („იბერია 1999“) დაიმატა.