საფრანგეთის ჩემპიონატში, „მეცის“ შემადგენლობაში სამივე ქართველმა ითამაშა. მათი გუნდი შინ „ბრესტთან“ 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშზე „მეცის“ ყოფილი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იმყოფებოდა და „ჯვაროსნებს“ ქომაგობდა – ქართველ ფორვარდს გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში შეცვლაზე გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია გამოჩდნენ. სამივე აქტიური იყო და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
22-ე წუთზე მასპინძლები რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ, უხეშობისთვის სტუმრებს გუინდო გაუგდეს. 69-ე წუთზე კი სტუმართა თავადმსხმელმა, ლუდოვიკ აჟორკემ ერთადერთი გოლი გაიტანა და „ბრესტს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „მეცი“ 13 ქულით ბოლო ადგილზეა.