ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ კონკურენტი „არმინია“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ კონკურენტი „არმინია“ დაამარცხა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისნიურნბერგმა“ სატურნირო ცხრილში ერთ-ერთ კონკურენტს, ბილეფელდისარმინიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში მასპინძლები 49-ე წუთზე პენალტით ლუბახმა დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 56-ე წუთზე ბეკერმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7,9 ქულა დაიმსახურა.

13 ტურის შემდეგ „ნიურნბერგმა“ 18 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, ლიდერთა ტრიოსთან ჩამორჩენა კი 7 ქულამდე შეამცირა.