ფეხბურთი | ლუკა ლაცაბიძე გიორგი ტაბატაძესთან „ვეილეში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მცველი ლუკა ლაცაბიძე დანიის სუპერლიგის „ვეილეში“ გადადის – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.
გვერდის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე, რომლის ტრანსფერიც დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის, დანიის სუპერლიგაში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს, მაგრამ შეთანხმება გამოსყიდვის ოფციას არ ითვალისწინებს.
მანამდე „შახტარს“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „კადისი“ სთავაზობდა იჯარას და გუნდები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა.
„ვეილეში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი მცველი – გიორგი ტაბატაძე თამაშობს, რომელიც გუნდში ზაფხულში „იბერიიდან“ ჩაირიცხა.