ფეხბურთი | ლუკა ხორხელმა წელი გოლით დაასრულა – ცოტნე კაპანაძეს საიმედო თამაში დაუფასეს #1TVSPORT

21:44, 13.12.2025

სლოვაკეთის ნაიკის ლიგის მე-18 ტურში ლუკა ხორხელმა თავი გამოირჩა და ტრნავას „სპარტაკს“ „სკალიცასთან“ საშინაო მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:0. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მისი თანაგუნდელი გიორგი მოისწრაფიშვილი კი ტრავმის გამო კვლავ ვერ ასპარეზობს.

„პოდბრეზოვამ“ ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ორივე ქართველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. კაპანაძემ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 7.8 ქულა დაიმსახურა.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ გასვლაზე „პრეშოვს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0. ქართველი მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებს პენალტის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა თამაშის გადარჩენის შანსით ვერ ისარგებლეს.

14 დეკემბერს ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები – გურამ კაშიას „სლოვანი“ და სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ამით სლოვაკეთის ჩემპიონატში საშემოდგომო ეტაპი დასრულდება.

მსგავსი