ფეხბურთი | ლუის ენრიკე - აუცილებლად უნდა მოვუმატოთ, რადგან წინ გადამწყვეტი მატჩები გველის #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერის“ წინააღმდეგ მოგებული მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრა.
„აუცილებლად უნდა მოვუმატოთ, რადგან წინ ყველაზე გადამწყვეტი მატჩები გველის. ბარკოლამ დღეს ძალიან კარგი თამაში ჩაატარა – მომენტებს ქმნიდა და კიდევ მეტი გოლის გატანა შეეძლო. სიმართლე რომ ვთქვა, იღბალი რომ არ გვქონოდა, შესაძლებელი იყო, ეს მატჩი წაგვეგო.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვიდა, რადგან სამი დღის წინ პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. მთავარი ისაა, რომ „ლანსზე“ ზეწოლას მაინც ვინარჩუნებთ.
როცა მეტოქეზე უკეთ გამოიყურები, მაგრამ ვერ იგებ, ეს ბუნებრივად მოქმედებს ფსიქოლოგიურადაც. პირველ 15 წუთში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. „ოსერი“ ორგანიზებულად იცავდა თავს, შემდეგ კი თამაშზე კონტროლი ნაწილობრივ დავკარგეთ.
ფეხბურთელები რობოტები არ არიან – პასებში სიზუსტე დაგვაკლდა და ეს გამოსასწორებელია. თავდაჯერებულობა არ იყიდება, ის მაშინ ჩნდება, როცა შეტევებს გოლით ასრულებ.
რაც შეეხება „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, ჩემს გუნდს დიდი თამაშების გამოცდილება აქვს – ეს მიმდინარე და წინა სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ. მშვიდად ვარ, „პარკ დე პრენსზე“ კარგ შეხვედრას ჩავატარებთ. ჩვენი მიზანი დომინირება და გამარჯვებაა“, – ამბობს ლუის ენრიკე.