ფეხბურთი | კვერნაძის „ფროზინონემ“ ქულები დაკარგა - ლორთქიფანიძემ „კარარეზეში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა#1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-ში „ჩეზენას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა.
„კარარეზეს“ შემადგენლობაში დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა. თუმცა 21 წლის ქართველი ნახევარმცველი „იუვე სტაბიასთან“ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
სერია B-ში გამართული 30 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ მესამე ადგილზეა და ლიდერებს, „ვენეციას“ და „მონცას“ 5-5 ქულით ჩამორჩება. „კარარეზე“ კი მე-11 პოზიციაზეა.