ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდომ „მაკრატელათი“ გაიტანა კარიერაში 954-ე გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდომ „მაკრატელათი“ გაიტანა კარიერაში 954-ე გოლი [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ალ-ნასრმა“ საკუთარ მოედანზე 4:1 მოუგო „ალ-ჰალიჯს“.

გამარჯვებულთა რიგებში გოლები გაიტანეს კრიშტიანო რონალდომ, ჟოაო ფელიქსმა, უესლიმ და სადიო მანემ.

40 წლის რონალდომ კარიერაში თავისი 954-ე გოლი „მაკრატელათი“ გაიტანა. ამ სეზონში პორტუგალიელს კლუბსა და ნაკრებში 16 ოფიციალურ მატჩში 16 გოლი დაუგროვდა.