ფეხბურთი | იტალიის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ბოლონია“ შეხვდებიან #1TVSPORT

12:21, 20.12.2025

იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, კოპა იტალიის მოქმედი გამარჯვებული „ბოლონია“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითად დროში გოლები მარკუს ტურამმა და რიკარდო ორსოლინიმ გაიტანეს – 1:1.

პენალტების სერიაში „ინტერის“ ფეხბურთელებმა სამი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, გადამწყვეტი დარტყმა კი ჩირო იმობილემ შეასრულა, რომელმაც „ბოლონიას“ პენალტების სერიაში 3:2 მოაგებინა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში „ბოლონია“ სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს, „ნაპოლის“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „მილანი“ 2:0 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა საუდის არაბეთში 22 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი