ფეხბურთი | ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კონფერენს ლიგის ნახევარფინაში ითამაშებს #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ კონფერენს ლიგაზე „ალკმაარს“ ესტუმრა, 2:2 ითამაშა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
პლეიოფის მეოთხედფინალის პირველი მატჩი უკრაინულმა გუნდმა 3:0 მოიგო და ნიდერლანდებში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. საქართველოს ნაკრების მცველი ამჯერადაც არ ათამაშეს.
კონფერენს ლიგის ნახევარფინალში „შახტარი“ ინგლისის „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.