ფეხბურთი | „იბერიის“ ნახევარმცველი სილაგაძე „პოდბრეზოვაში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ შემტევი ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე კარიერას „პოდბრეზოვაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას სლოვაკური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოგესალმებით, ლუკა! ქართველი შემტევი ნახევარმცველი „პოდბრეზოვაში“ ითამაშებს. ის გუნდს ბელექში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდა“.
26 წლის სილაგაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ასევე უთამაშია „ლოკომოტივში“, „რუსთავში“, 2019-2022 წლებში ლატვიურ „ვალმეირაში“, „ლიეპაიასა“ და რფს-ში გამოდიოდა, ხოლო „იბერიაში“ 2023 წლიდან თამაშობს.
გასულ სეზონში სილაგაძე „იბერიაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა – სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში მის ანგარიშზე ხუთი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემაა.