ფეხბურთი | „იბერიამ“ მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა – საქართველოს ჩემპიონი ახალი ლეგიონერის დამატებას აპირებს #1TVSPORT

23:45, 12.02.2026

თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე ქართველი სპეციალისტის, შოთა მახარაძის გაწვრთნილ „პეტროკუბს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერთან პირველ ტაიმში საქართველოს ჩემპიონმა რეალური საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ თორნიკე ახვლედიანმა, პაატა ღუდუშაურმა, ზვიად ნაჭყებიამ და გურამ გოშთელიანმა შანსებით ვერ ისარგებლეს.

49-ე წუთზე ანგარიში „პეტროკუბის“ ფეხბურთელმა, მიჰაი ლუპინმა გაიხსნა. ანდრია ბართიშვილმა, ვახო ბედოშვილმა (რომელმაც „იბერიაში“ პირველად ითამაშა) და ლუკას კაფემ თამაში გაამწვავეს და 86-ე წუთზე ბრაზილიელმა ახალწვეულმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გუნდს გამარჯვება 89-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მოუტანა.

ცნობილი გახდა, რომ „იბერია“ ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ დატოვა და უზბეკურ „ნოვბახორში“ გადავიდა. თბილისური კლუბის ხელმძღვანელობამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოლაპარაკება ნიდერლანდელ მცველთან დაიწყო.

მსგავსი