ფეხბურთი | „იბერია“ „იაგელონიასთან“ დამარცხდა და ევროპალიგიდან კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ევროპალიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იაგელონიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ წაგებით იბერიელებმა ევროპალიგიდან კონფერენსლიგაზე გადაინაცვლეს და ამ ტურნირის ჯგუფში ითამაშებენ.
რაც შეეხება „მიხეილ მესხზე“ გამართულ შეხვედრას, პოლონელებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ხესუს იმაზიმ გამოიყენა. 36-ე წუთზე ამ სეზონში „იბერიას“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ზვიად ნაჭყებიამ წონასწორობა შესანიშნავი გოლით აღადგინა. თუმცა პოლონელებმა 70-ე წუთზე მაინც მოახერხეს დაწინაურება – „იაგელონიამ“ საჯარიმოში მარტივი კომბინაცია გაითამაშა და ანდერს კლინგემ ზუსტად დაარტყა.
საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეტოქეებს ხვალ შეიტყობს. ტურნირის წილისყრა უეფას ოფისში გაიმართება.