ფეხბურთი | გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ფეხბურთი | გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ინტერნეტგვერდმა, sofascore-მა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების 38 წლის კაპიტანმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა – კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვცესთან“ 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ბრატისლაველებს დაძაბული თამაშის მოგებაში დაეხმარა 3:2.

ანალიტიკურმა პორტალმა „სლოვანის“ ქართველ ვიცე-კაპიტანს 7,9 ქულა დაუწერა, რაც მე-16 ტურში მცველებში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.