ფეხბურთი | გუგა ნერგაძე - ახალი სეზონის დაწყებამდე „იბერია“ უნდა გაძლიერდეს #TVSPORT
ფეხბურთი | გუგა ნერგაძე - ახალი სეზონის დაწყებამდე „იბერია“ უნდა გაძლიერდეს #TVSPORT

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა გუგა ნერგაძემ, რომელიც ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ რამდენიმე მოთამაშესთან მოლაპარაკება დაწყებულია, რათა საქართველოს ჩემპიონი ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდეს.

„გასული წლის დასაწყისში ვერც ვიფიქრებდი, რომ „იბერიის“ მთავარი მწვრთნელი გავხდებოდი. სეზონის საუკეთესი მწვრთნელად დასახელება სასიამოვნოა, მაგრამ ეს საერთო შრომის შედეგია. გუნდის ჩემპიონობითა და საუკეთესოდ მწვრთნელად დასახელებით გახარებული ვარ.

მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია“, – ამბობს გუგა ნერგაძე.