ალმათის „კაირატმა“ ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო, 26-ე ტურში „ასტანას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამ შედეგით „კაირატი“ ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. გუნდთან ერთად ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა გიორგი ზარიამ.
ის და „კაირატი“ ამიერიდან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი მატჩი 6 ნოემბერს „ინტერთან“ ელით.