ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - „მეცი“ სტრასბურგში დამარცხდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში ევროსაგზურისთის მებრძოლმა „სტრასბურგმა“ გიორგი წიტაიშვილის და გიგი აბუაშვილის „მეცი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
ტრადიცია არ დაირღვა – „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში წიტაიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა (45-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო), ხოლო აბუაშვილი 72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
„მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ 12 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა.