ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთში დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი ლიგა 1-ის დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორია – ასეთია საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.
13 დეკემბერს, ლიგა 1-ის მე-16 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა. მართალია, მასპინძლები დამარცხდნენ (2:3), მაგრამ ფრანგულ გრანდს არაფერი დაუთმეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს.
წიტაიშვილმა კი სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და პარიზელებს 81-ე წუთზე ეფექტური დრიბლინგის შემდეგ გაუტანა გოლი, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთში თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გიორგი წიტაიშვილის „მეცის“ გულშემატკივრებმაც გამოარჩიეს და გუნდის თვის ფეხბურთელად აღიარეს.