ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დრამატული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ სასტარტო შეხვედრაში მორიგი მატჩი გამართა. მერსესაიდელთა მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
მანჩესტერელები მეორე წუთზე დაწინაურდნენ. გოლი მბეუმომ გაიტანა. ამის შემდეგ მოედნის უპირატესობას „ლივერპული“ დაეუფლა და 78-ე წუთზე ანგარიში კოდი გაკპომ გაათანაბრა.
მასპინძლები კვლავ უტევდნენ, თითქოს თამაშიც უნდა შემოეტრიალებინათ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. თავური დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰარი მაკგუაიერმა გაამარჯვებინა.