ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს იწყებს #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ორთვიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს განაახლებს – ამჯერად ახალ გუნდში, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“.
Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშემ ფეხზე ფიქსატორი მოიხსნა და ფორმაში შესვლას სირბილით დაიწყებს. მოედანს კი სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდება.
გიორგიმ ბოლოს 2 ივლისს საქართველოს ნაკრებში რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ დაშავდა, შესვენებაზე შეცვალეს და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელმაც 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.