ფეხბურთი | გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ნიურნბერგმა“ ლუკა ლოჩოშვილის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა – ქართელმა მცველმა „კაიზერსლაუტერნთან“ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულმა, მისმა გუნდმა კი 3:0 მოიგო.
ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე მეორე ბურთიც გაიტანა. ქართველმა მცველმა მაღალი შეფასება (8.0) მიიღო.
„ნიურნბერგს“ 27 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს, ხოლო ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგაში ოთხი გოლი გაიტანა.