ფეხბურთი | ფრანგულმა „ამიენმა“ ქართველი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ზურაბ სოფრომაძე „ამიენს“ შეუერთდა – ინფორაციას ქართველი ფეხბურთელის შესახებ ლიგა 2-იდან დაქვეითებული კლუბი ავრცელებს.
ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
2002 წლის 22 მარტს კანში დაბადებულმა ზურაბ სოფრომაძემ კარიერა ჯერ დაბალი ლიგის „მონდევილში“ დაიწყო, შემდეგ კი „კანის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს, მერე იყო „ოლიმპიკ სომური“.
2024 წელს შეუერთდა „ავრანშ მონ-სენ-მიშელს“, სადაც 28 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ბოლო სეზონში კი 25 მატჩი ჩაატარა (7 გოლი + 6 საგოლე გადაცემა).
ორმაგი მოქალაქეობის (საფრანგეთი-საქართველო) მქონე ზურაბ სოფრომაძე 2024 წლის ივნისში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს.
„ქართველი ნახევარმცველი მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში, დაცვითი და შეტევითი მუშაობის შეხამება. მისი ტექნიკა და თამაშის კითხვის უნარი ის უპირატესობაა, რომელსაც ამიერიდან „ამიენში“ გამოიყენებს“, – წერია „ამიენის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
კლუბის ინფორმაციით, სოფრომაძე „ამიენს“ ოფიციალურად შეუერთდება 1 ივლისს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ.