ფეხბურთი | ეროვნული ლიგა 3 – „გურია“ საშინაო მატჩებს დროებით ფოთში ჩაატარებს #1TVSPORT

09:10, 13.03.2026

ლანჩხუთის სტადიონზე მინდვრის საფრის რეაბილიტაციის გამო „გურია“ საშინაო მატჩებს დროებით ფოთში გამართავს.

„გურიამ“ ფოთში ​პირველი თამაში უკვე გამართა და თბილისის „მერანი“ 7:0 დაამარცხა. ლანჩხუთელები 2 აპრილს „ბეთლემს“ უმასპინძლებენ, ხოლო 16 აპრილს – „გარდაბანს“, რის შემდეგაც მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟმა, კახი ჟორდანიამ შეიძინა და სურს, რომ გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს.

მსგავსი