ფეხბურთი | „დინამო თბილისისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ფეხბურთი | „დინამო თბილისისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დინამო არენაზე“ დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება ლეგენდების მატჩი „დინამოსა“ და „აიაქსს“ შორის. პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „სპორტს ორიენტი“.

დინამოელებს დაუპირისპირდება 1995 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი ხუთი ფეხბურთელი. რომელთაგან დენი ბლინდი „აიაქსის“ ლეგენდების მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ სხვადასხვა დროს ამსტერდამის „აიაქსში“ სამ ქართველს უთამაშია: შოთა არველაძეს, გიორგი ქინქლაძესა და გიორგი მიქაუტაძეს.

 

„დინამოს“ ლეგენდები

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ლორია.

მცველები: კახაბერ ცხადაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, შოთა კაშია, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ბესიკ ბერაძე, ნიკა ჭანტურია.

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნემსაძე, მიკელ ალვარო, გიორგი მერებაშვილი.

თავდამსხმელები: ალექსანდერ იაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი დემეტრაძე, სანდრო იაშვილი, არჩილ არველაძე.

მწვრთნელები: გია გეგუჩაძე, კახა კაჭარავა.

 

„აიაქსის“ ლეგენდები

მეკარეები: მაარტენ სტეკელენბურგი, დენის გენტენაარი.

მცველები: ფრანკ დე ბური, რიკარდო ვან რიინი, ჰედვიგს მადურო.

ნახევარმცველები: აარონ ვინტერი, რიხარდ ვიჩგე, ოლაფ ლინდენბერი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სიმონ ტაჰამატა, რონალდ დე ბური, დანი, ეიონგ ენო, დერკ ბერიგტერი, კიკი მუსამპა, კლარენს ზეედორფი.

თავდამსხმელები: რაიან ბაბელი, ჯერალდ სიბონი, სიმ დე იონგი.

მწვრთნელები: დანი ბლინდი, ტიჯანო ბაბანგიდა.