ფეხბურთი | დერეკ აგიაკვა „იბერიიდან“ საბერძნეთში გადავიდა – ზოური აფრიკის თასზე მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

13:14, 03.01.2026

დერეკ აგიაკვამ თბილისის „იბერია“ დატოვა და კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის მეხუთეადგილოსანვოლოსში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

წარმოშობით განელმა 24 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელიც ნიდერლანდებშია დაბადებული, კარიერა „ტვენტეში“ დაიწყო, გამოდიოდა „უოტფორდში“, „კომოში“, „პორტ ვეილში“ და „ჩორლიში“, „იბერიას“ კი 2024 წლის თებერვალში შეუერთდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

„იბერიის“ მეორე ლეგიონერმა, არმელ ზოურიმ კი აფრიკის თასზე კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, რომელმაც გაბონი 3:2 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონის მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

კოტ-დ’ივუარი 1/8-ფინალში 6 იანვარს ბურკინა-ფასოს დაუპირისპირდება.

მსგავსი