ფეხბურთი | დავითაშვილს საფრანგეთის თასზე არ უთამაშია, სლოვაკეთში ქართველებმა მოიგეს #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკმა“ შინ „კომარნოს“ 2:0 სძლია. ქართველებიდან ხორხელმა 72 წუთი ითამაშა, მოისწრაფიშვილმა კი დისკვალიფიკაციის გამო ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა.
ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტერდამ“ გასვლაზე „ტრენჩინს“ 3:0 სძლია. კაპანაძე მოედანზე 37-ე წუთიდან შევიდა, გაგუა კი შესვენების შემდეგ და ორივემ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სატურნირო ცხრილში „დუნაისკა სტრედა“ მე-3 ადგილზეა, ხოლო „სპარტაკი“ – ერთი საფეხურით დაბლა.
საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სამოყვარულო კლუბი „ეკოტე მუანი“ 11:1 დაამარცხა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ფორნელანდმა მოყვარულებთან სარეზერვიო ფეხბურთელები ათამაშა.