ფეხბურთი | ბულგარეთის ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა #1TVSPORT
ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეს, ბულგარეთს, რომელსაც „ჯვაროსნები“ 18 ნოემბერს სოფიაში ეთამაშებიან, ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.
პეტკო ხრისტოვმა ნაკრების შეკრება ტრავმის გამო დატოვა, ხოლო ანტონ ნედელიაკოვს ბოლო დროს „ლუდოგორეცში“ დატვირთული გრაფიკის გამო მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ დიმიტროვმა დასვენების შესაძლებლობა მისცა.
ამ ფეხბურთელების ნაცვლად დიმიტროვმა ეროვნულ ნაკრებში დანიური „ვეილეს“ მცველი სტეფან ველკოვი გამოიძახა.
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი სოფიაში 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.