ფეხბურთი | 19-წლამდელთა შორის ესპანეთი ევროპის ცამეტგზის ჩემპიონია #1TVSPORT

23:57, 11.07.2026

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის. ფინალი კლასიკური იყო – ერთმანეთს ესპანეთი და გერმანია დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

44-ე წუთზე პირენეელები ლოპესმა დააწინაურა, 48-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე რივასმა გაზარდა. დარჩენილ დროში გერმანიამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

ესპანეთმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მეცამეტედ მოიპოვა. გერმანიას კი ეს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი