ფეხბურთი | 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT
25 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის გათამაშების მატჩები ჩატარდება 19-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა შორის.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც მიიღებს, რომელიც ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ემზადება. გუნდს ეროვნული ნაკრების წევრები – ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ) და ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო“) დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონიის, აზერბაიჯანისა და სლოვენიის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპზე, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის.
მატჩების განრიგი:
25 ნოემბერი, 15:00 | საქართველო – ჩრ. მაკედონია
28 ნოემბერი, 15:00 | სლოვენია – საქართველო
1-ელი დეკემბერი, 15:00 | აზერბაიჯანი – საქართველო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე („ელიტა“), ნინო მეტრეველი („რუსთავი“);
მცველები: ლიზი ლომოური („ახალგორი“), ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ნათია ცეცხლაძე („კვარტალი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), მარიამ კაკულია („ელიტა“);
ნახევარმცველები და თავდამსხმელბი: ანანო მიქაბერიძე („რუსთავი“), მარიამ მამფორია („რუსთავი“), ნათია ჯოჯუა („ელიტა“), მარიამ გოგოლაძე („თეთრიწყარო“), ანა საღირაშვილი („ნორჩები“), ნინო გობაძე („თეთრიწყარო“), კეტო მეტონიძე („რაჭა“), მარინა შიოლაშვილი („გორი იუნაიტედი“), ნინიკო ჩხეტიანი („რუსთავი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო“), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო“).