ფეხბურთი | 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT

15:01, 28.11.2025

კატარში დასრულდა 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის გამარჯვებულიც პორტუგალიის ნაკრები გახდა.

ფინალურ მატჩში პორტუგალიელები ავსტრიას შეხვდნენ და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ანისიო კაბრალმა გაიტანა.

პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონობა ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირველად მოიპოვა. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს გუნდმა ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლები იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მსგავსი