ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია გამოკითხეს
ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია გამოკითხეს

ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის კონსტანტინე მორგოშიას გამოკითხვა ქალაქის მთავარ სამმართველოში დასრულდა. როგორც მორგოშიამ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, პოლიციაში კაშიას მისამართით გამოთქმული მოსაზრებების გამო დაიბარეს.

„დამიბარეს ერთ-ერთ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ასე მთავრდებოდა – „ჩამოხვალ 9-ში და ნახავ“. როცა გამომძიებლებმა სხვა პოსტებიც ნახეს, მიხვდნენ, არაფერი ისეთი არ იგეგმება. იგეგმება აქცია კანონის ფარგლებში. დაპირისპირებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მორგოშიამ.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, „თანასწორი თამაშის“ ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.