სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ინფორმაციით, მისი პროგრამები კვლავ გაითიშა. ბოლო გათიშვა მომხმარებელთა ფართო მასებს არ შეხებია.
„ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – დაწერა „ფეისბუქმა“ რამდენიმე საათის წინ „ტვიტერზე“.
მოგვიანებით, „ფეისბუქმა“ მადლობა გადაუხადა მომხმარებლებს მოთმინებისთვის.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, თუ თქვენ ვერ შეძელით ჩვენს პროდუქტებზე წვდომა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში. ვიცით, რამდენად დამოკიდებული ხართ ჩვენზე ერთმანეთთან ურთიერთობისას. ჩვენ გადავჭერით საკითხი – მადლობა კიდევ ერთხელ ამ კვირის მოთმინებისთვის“, – წერს „ფეისბუქი“ „ტვიტერზე“.