„ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდეგ მუშაობა აღადგინა
„ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდეგ მუშაობა აღადგინა

უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მრავალი მომხმარებელი ჯერ კიდევ განიცდის პრობლემებს ქსელის გამოყენებისას.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ეს „ფეისბუქის“ ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური შეფერხება იყო.

ამასთან, „ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო, სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. 

მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.