„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პიროვნებებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აპრილის აქტივობას უკავშირდება.

როგორც „ფეისბუქის“ ანგარიშშია აღნიშნული, საერთო ჯამში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პიროვნებებთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი წაიშალა.

„საბოლოოდ, ჩვენ ამოიღეთ „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ ცხრა ანგარიში. ეს შიდა სივრცეზე ორიენტირებული საქმიანობა წარმოიშვა საქართველოში. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი დაუკავშირა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, როგორც რეგიონში საეჭვო კოორდინირებული ქცევა. ჩვენმა შეფასებამ სარგებლობა მიიღო ადგილობრივი საჯარო მოხსენებებიდან საქართველოში“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ ანგარიშში.

სოციალური ქსელის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით ასევე წერს, რომ კომპანიამ საქართველოს მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ფეისბუქანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. „ფეისბუქი“ წერს, რომ ეს ორგანიზაცია სოციალური ქსელის პლატფორმებზე აკრძალულია.

„ფეისბუქის“ გამოძიების საფუძველი საქართველოში მოქმედი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების მოხსენებები გახდა.