„ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული 97 გვერდი წაშალეს
„ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული 97 გვერდი წაშალეს

სოციალურმა ქსელებმა „ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული 97 გვერდი წაშალეს.

როგორც „ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნატანიელ გლეიშერის განცხადებაშია ნათქვამი, გვერდებიდან ხორციელდებოდა კოორდინირებული ქმედებები უკრაინის მისამართით.

ამას გარდა, კომპანიის ინფორმაციით, წაშლილია კიდევ 21 გვერდი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ავსტრიაზე, გერმანიაზე, ესპანეთზე, ბალტიის რეგიონსა და გაერთიანებულ სამეფოზე.

კომპანია „ფეისბუქში“ აღნიშნავენ, რომ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოიყენებოდა ინტერნეტმომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად.

შეგახსენებთ, მარტში „ფეისბუქმა“ ირანთან, რუსეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოსთან დაკავშირებული 2600-ზე მეტი გვერდი და ჯგუფი წაშალა.