ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართული
ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართული

კომპანია ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართული. ფეისბუქის ინფორმაციით, ამ ანგარიშების სამიზნე ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას, რომ მათი საშუალებით გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია.

ფეისბუქის განცხადებით, მათ კავშირი აღმოაჩინეს ქსელსა და გავლენიან მარკეტინგულ სააგენტო ფაზზეს დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის ედნაუს ნაწილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაზზე იუთუბერ, ინსტაგრამელ და ტიკტოკერ ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.