„ფეისბუქმა“ 610 ფეისბუქ ანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და 72 ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა, რომლებსაც, კომპანიის ინფორმაციით,  დონალდ ტრამპის მხარდამჭერისთვის იყენებდნენ
„ფეისბუქმა“ 610 ფეისბუქ ანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და 72 ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა, რომლებსაც, კომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერისთვის იყენებდნენ

კომპანია„ფეისბუქის“ განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გზავნილებისთვის ჯგუფები კომპიუტერულად შექმნილ სახეებს იყენებდნენ.

როგორც ამერიკული კომპანია „ფეისბუქი“, ასევე რამდენიმე ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტის სასარგებლო და ჩინეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო გზავნილებისთვის სხვადასხვა ჯგუფები კომპიუტერში ხელოვნურად შექმნილ სახეებს იყენებდნენ.

მკვლევარების განმარტებით, კომპიუტერულად გენერირებული სახეების იდენტიფიცირებაში მათ ადამიანის სახის ნაწილების არაბუნებრივი ფორმები და ფოტოების დამახინჯებული ფონი დაეხმარეთ, თუმცა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების მიერ შედგენილ ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ მსგავსი ტექნოლოგიები უფრო დამაჯერებელი ფოტოების შესაქმნელად სწრაფად ვითარდება.

როგორც კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, ამ საქმიანობას 610 ფეისბუქ ანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და 72 ინსტაგრამ ანგარიში ეწეოდნენ. ოპერაციების მიღმა მყოფმა პირებმა საქმიანობაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს თანხა აღნიშნული კონტენტის რეკლამას მოხმარდა, რომელიც ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაგალითად, კონსერვატიული იდეოლოგია, პოლიტიკური კანდიდატები, ვაჭრობა, ოჯახის ღირებულებები და რელიგიის თავისუფლება. აღნიშნული თანხა კი იმაზე 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ცნობილი „ტროლების ფერმის“ ხარჯები, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგ დასწია.

„ფეისბუქის“ განმარტებით, მისი გამოძიება დაკავშირებულია აშშ-ში მოქმედ „ეპოქ მედია გრუფთან“ ასევე კომპანიაზე მომუშავე პირებთან, თუმცა ზემოთ აღნიშნული ანგარიშები უფრო მეტად კომპანია „ბიუთი ოფ ლაიფთან“ ასოცირდება.

კომპანია „ეპოფ მედია გრუფი“ აცხადებს, რომ „ბიუთი ოფ ლაიფთან“ არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ განაცხადეს, რომ „ბიუთ ოფ ლაიფის“ ხელმძღვანელები „ეპოფ მედია გრუფის“ გვერდის მოქმედი ადმინისტრატორები არიან.

რაც შეეხება „ბიუთი ოფ ლაიფს“, კომპანიის ხელმძღვანელებს „ფეისბუქის“ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომპანია „ეპოქ მედია გრუფის“ „ეპოქ თაიმსი“ თავდაპირველად დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა. მოგვიანებით კი ციფრულ სივრცეშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გამოცემის ტენდენცია დონალდ ტრამპის მხარდაჭერა და მის ოპონენტებზე თავდასხმები იყო.