„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს
„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ცუკრებერგმაფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია,თუმცა ჩარევის მცდელობები გამორიცხული არ არის.

„ისეთ სამყაროში, რომელშიც სახელმწიფოები ცდილობენ არჩევნებში ჩარევას, პრობლების გადასაჭრელად ერთი კონკრეტული საშუალება არ არსებობს“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგის განაცხადებით, 2016 წლის შემდეგ მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, თუმცა მანიპულაციების მცდელობა არ დაფიქსირებულა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ „ფეისბუქის“ მიერ შემუშავებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო.

„ეს არის გამალებული შეიარაღება, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენც მუდმივად ვმუშაობთ ახალი დამცავი მექანიზმების განვითარებაზე, მაგრამ ხელისუფლებები ასევე განაგრძობენ თავისი ტაქტიკის დახვეწას“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

მანამდე მაკრ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ „ფეისბუქი“ ევროპარლამენტის არჩევნებამდე სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამის განთავსების პირობებს გაამკაცრებს.