„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ, შინიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ
„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ, შინიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ შინიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ. როგორც სოციალურ ქსელში აცხადებენ, მათი აზრით, დისტანციურად მუშაობა კაცობრიობის მომავალია. ამრიგად, „ფეისბუქის“ თანამშრომლებს შეუძლიათ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მენეჯერებს მიმართონ და მათი თანხმობის შემთხვევაში, შინიდან მუშაობა მუდმივად გააგრძელონ.

შეგახსენებთ, გასულ მაისში „ფეისბუქის“ ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომდევნი 5-10 წლის განმავლობაში სოციალური ქსელის თანამშრომელთა 50 პროცენტი შინიდან იმუშავებს.

„ფეისბუქი“ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მაისის დასაწყისში აპირებს.

დატოვე კომენტარი