„ფეისბუქი“ – ვმუშაობთ, რათა ყველაფერი სწრაფად დავაბრუნოთ ჩვეულ რეჟიმში
კომპანია „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ მათი გუნდი დღეს შექმნილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ფეისბუქის“ სერვისებთან წვდომის პრობლემა მომხმარებელთა ნაწილს აქვს.
„საქმის კურსში ვართ, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში. ბოდიშს ვიხდით დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში, რომელიც კომპანიის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.
მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია.
We’re aware that some people are having trouble accessing our apps and products. We’re working to get things back to normal as quickly as possible, and we apologize for any inconvenience.
— Facebook (@Facebook) October 4, 2021