„ფეისბუქი" უკრაინაში პოლიტიკურ რეკლამას უფრო მკაცრად გააკონტროლებს
„ფეისბუქი" უკრაინაში პოლიტიკურ რეკლამას უფრო მკაცრად გააკონტროლებს

„ფეისბუქი” უკრაინაში პოლიტიკურ რეკლამას უფრო მკაცრად გააკონტროლებს.

როგორც სოციალური ქსელის პრესსამსახურში განაცხადეს, უკრაინა და კანადა დაემატა იმ 50 ქვეყნის ნუსხას, სადაც პოლიტიკური რეკლამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული დამკვეთის ვინაობა.

„ფეისბუქის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელის მესვეურები უკრაინასა და კანადაში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამას უფრო დეტალურად შეისწავლიან და გააკონტროლებენ, როგორც ავტომატური მეთოდით, ისე ადამიანების მონაწილეობით.

ანალოგიური ზომებს უახლოეს ხანში მიიღებენ არგენტინასა და სინგაპურშიც. სულ იმ ქვეყნების სიაში, სადაც პოლიტიკურ რეკლამას „ფეისბუქი” უფრო მკაცრად აკონტროლებს 54 სახელმწიფოა. როგორც ფეისბუქში ამბობენ „მონიტორინგს დაქვემდებარებული ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოში არჩევნები მოახლოვდება ან ახალ რეგულაციებს მიიღებენ“.

„ფეისბუქი” მოითხოვს, რომ უკრაინასა და კანადაშიც, ისევე როგორც 50 სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ რეკლამას მითითებული ჰქონდეს კონკრეტული დამკვეთი – ან ინდივიდუალური პირი ან ორგანიზაცია. ამას გარდა „ფეისბუქი” შექმნის არქივს, სადაც პოლიტიკური რეკლამის გარდა, ამა თუ იმ სარეკლამო სტატიის მკითხველთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია შვიდი წლის განმავლობაში შეინახება.

როგორც „ფეისბუქში”‘ განაცხადეს, სოციალური ქსელი რეკლამის მყიდველთა გამჭვირვალობას ხარისხის გაზრდასა და „სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნების ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ისახავს მიზნად”.