„ფეისბუქი“ ქცევის წესებს ამკაცრებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცრუ მიზეზით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს ან კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარს რომელიღაც გვერდზე
„ფეისბუქი“ ქცევის წესებს ამკაცრებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცრუ მიზეზით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს ან კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარს რომელიღაც გვერდზე

„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს. ამიერიდან სოციალური ქსელი უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს რეალური ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც „ფეისბუქის“ ქცევის წესებს არღვევენ და მავნებლურ აქტივობებში არიან ჩართული.

როგორც „როიტერი“ იუწყება, „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მსგავს აქტივობებში ჩართული მომხმარებლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს მიმართავდა.

კერძოდ, საუბარია რეალურ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალური ქსელის წესებს კოორდინირებულად და სისტემატურად არღვევენ. მაგალითად, ცრუ მიზეზებით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს, რაც შემდეგ ამ გვერდის დაბლოკვის მიზეზი ხდება. ან მასობრივად და კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული მომხმარებლის გვერდზე, რასაც „ფეისბუქში“ კიბერშევიწროებად მიიჩნევენ.

ასეთ ქმედებებში შემჩნეული ჯგუფების წინააღმდეგ, „ფეისბუქი“ მკაცრ ზომებს გაატარებს.