ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა
ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა

ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა. ამის შესახებ აღნიშნულია ფეისბუქგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საინფორმაციო სააგენტო „ტაბულამ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა და კავშირში იყო არაკანონიერ ქმედებასთან. ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს „ფეისბუქის“ ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონაცემები“, – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე Bidzina Ivanishvili & Media.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.