ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში, სავარაუდოდ, CO-ს რეზერვუარი აფეთქდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
