ამსტერდამის „აიაქსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „ფეიენოორდის“ კაპიტნის სტივენ ბერგჰუისის ტრანსფერის შესახებ.
ნიდერლანდების ჩემპიონმა 29 წლის ფორვარდთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.
2020-21 წლების სეზონში ბერგჰუისმა „ფეიენოორდში“ 41 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის როტერდამული კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.