„ფეიენოორდი“ ახალი მწვრთნელის კანდიდატზე ჩამოყალიბდა
„ფეიენოორდი“ ახალი მწვრთნელის კანდიდატზე ჩამოყალიბდა

როტერდამის „ფეიენოორდი“ აპირებს მთავარ მწვრთნელად მიიწვიოს ცნობილი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი. მან ამ პოსტზე უნდა შეცვალოს იააპ სტამი, რომელმაც ერედივიზიონის ბოლო ტურის შემდეგ დატოვა კლუბი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ფეიენოორდმა“ სტუმრად ანგარიშით 0:4 წააგო „აიაქსთან“.

72 წლის ადვოკაატის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „უტრეხტი“, რომელთან ერთადაც მეექვსე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში.

სტამი „ფეიენოორდს“ 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. ჰოლანდიის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, როტერდამულ გუნდს 14 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.